Hola!

გამარჯობა ყველას! ეს ჩემი რიგით მეორე ბლოგია, ამჯერად ესპანეთზე. უკვე კარგა ხანია ამ ბლოგის გაკეთების იდეა გამიჩნდა და როგორც იქნა მოვაბი თავი. დავწერ ყველაფერზე, რაც ესპანეთს უკავშირდება.
-რატომ ესპანეთი?
-მართლა არ ვიცი რატომ მიყვარს ეს ქვეყანა, მითუმეტეს, იქ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი და არც რომელიმე ესპანელს ვიცნობ, თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ის ჩემი ოცნების ქვეყანაა და ყოველდღე ვოცნებობ იქ წასვლაზე. ვეცდები, ეს ქვეყანა ისეთად დაგანახოთ, როგორც მე ვხედავ. იმედია, ჩემი ჩანაწერები ესპანეთზე თქვენთვის საინტერესო იქნება. მოდით, უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ქვეყანა :)